23:34 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 11:58:30, 512 ნახვა

პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი: ჩამოვედი, რათა მხარი დაგიჭიროთ იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისკენ წაიყვანს

ჩამოვედი, რომ მხარი დაგიჭიროთ იმ გზაზე, რომელიც ევროპისკენ და ნატოსკენ წაიყვანს საქართველოს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთა დასრულებული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ნატოს სამიტის შემდეგ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა უფრო ნათელი გახდება.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებასაც გაუსვა ხაზი. მანვე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს კულტურითა და ბუნების სილამაზით.

„სანამ ჩამოვიდოდი თქვენს ქვეყანაში ბევრი ვისაუბრეთ სლოვაკეთში როგორ ვხედავთ თქვენს ქვეყანას, როგორ გვესმის საქართველო, რა შეხედულებები გაგვაჩნია. ფაქტიურად, ეს არის ქვეყანა მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით და ულამაზესი ბუნებით. საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ დარწმუნებული ვარ რომ მე წავალ და თან წამყვება უდიდესი შთაბეჭდილებები იმ რეალობის შესახებ რაც აქ დამხვდა.

მე ჩამოვედი იმისთვის, რომ იმპულსი მივცე ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ბედნიერი ვარ რომ ჩემთან ერთად ბიზნესჯგუფი ჩამოვიდა. ჩვენ შევისწავლით როგორ დავეხმაროთ ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. იქნება ეს ბიზნესი თუ ტურიზმი. ვიცით, რომ თქვენი კულტურული პროდუქტი საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონეა. იმედი მაქვს, რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ორივე ქვეყანას.

ჩამოვედი, რათა მხარი დაგიჭიროთ იმ გზაზე, რომელიც ევროპისკენ და ნატოსკენ წაიყვანს საქართველოს. ვიცი, რომ უამრავი პრობლემა გაგაჩნიათ ამ გზაზე, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ წინ. ჩვენი შეხვედრის დროსაცხაზი გავუსვით რამდენად მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრიანება გახდეს რეალური.

ჩვენ გავხდით ნატოს წევრი, ამაზე ჩვენი მშობლები ვერ კი იოცნებებდნენ. ეს რეალობაა. ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაც ხდება ჩვენი ქვეყანა, ივლისში. ასოციაციის შეთანხმება საქართველოს ამ გზაზე აძლევს დიდ ძალას. ამას რამდენიმე თქვენგანიც ვერ წარმოიდგენდა წლების წინ, რომ ეს მოხდებოდა. ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით იმ ერთადერთი მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ნატოს სამიტის შემდეგ კარგი მოლოდინები გექნებათ. წინა სამიტის შემდეგ უამრავი რამ გაკეთდა, იგივე ნატოს საწვრთნელი ცენტრი, ასევე ერთობლივი წვრთნები რომლებიც ერთობლივად ჩატარდა საქართველოში“, - განაცხადა ანდრეი კისკამ.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა რეფორმებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ იგივე რეფორმები ჩატარდა სლოვაკეთშიც. ზოგიერთი მტკივნეული იყო, თუმცა სულ მოკლე ხანში ამ რეფორმებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო.

„რაც შეეხება რეფორმებს, ბატონო პრეზიდენტო ეს სლოვაკეთშიც იგივეა. ჩვენ უნდა შეგვესრულებინა გაწევრიანების პირობები. ყველა საჭირო რეფორმა ჩავატარეთ, ზოგ შემთხვევაში ჩვენი ხალხის სასიცოცხლო სტანდარტებმა ქვემოთ დაიწია კიდეც, მაგრამ სულ მოკლე ხანში ამ რეფორმებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო. მინდა ხაზი გვუსვა იმას, თუ რაოდენ მეგობრული ქვეყნებია ჩვენი ქვეყნები.

3-1 კი მოგიგეთ, მაგრამ ამას ნუ მიიღებთ პიროვნულ წყენად. ჩვენც მოგვიგეს გერმანელებმა. ფეხბურთს არ აქვს მნიშვნელობა. ის ვერ შეუშლის ხელს მეგობრობას. უღმესი მადლობა ასეთი თბილი შეხვედრისათვის და ჩვენც შევეცდებით ასევე თბილად დავხვდეთ თქვენს პრეზიდენტს სლოვაკეთში“, - ანდრეი კისკამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics