10:32 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 12:04:56, 704 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი მოლდოვის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩ გეორგე ლეუკას შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილმა გეორგე ლეუკას შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის, როგორც რეგიონული სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებაზე, სადაც მომზადებას სხვა ქვეყნების სამართალდამცველებიც გაივლიან.

უახლოეს მომავალში თბილისს, ოფიციალური ვიზიტით, მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics