17:27 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 12:31:51, 634 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური: ხურჩაში მომხდარ ფაქტს სამხედრო პოლიციაც იძიებს

ჩვენ არ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურის თქმით, ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება სამხედრო პოლიციამაც დაიწყო.

"თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია, თუმცა ჩვენ ეს ინფორმაცია არ დავადასტურეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პიროვნება დაკითხეს და მერე გაათავისუფლეს. გამოძიება სამხედრო პოლიციას აქვს დაწყებული. დაკავების ფაქტი სამხედრო პოლიციამაც უარყო", - განაცხადა გომელაურმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე იმყოფებოდნენ თუ არა ინციდენტის დროს სუს-ის თანამშრომლები ადგილზე, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, ადგილზე არც შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

"ის ზონა აფხაზური ბლოკ-საგუშაგოდან 30 მეტრშია, აქედან გამომდინარე იქ ჩვენი მოძრაობა საფრთხის შემცველია. ამას ალიანსის წევრი ქვეყნების გვირჩევენ. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. ეს პრობლემა არ არის 1 და 2 წლის, უკვე 10 წელზე მეტია ამ პრობლემას ვებრძვით", - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური დღეს უშიშროების საბჭოს დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
უკრაინა საზღვარგარეთ მყოფი 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის პასპორტების გაცემას წყვეტს
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში - სეზონის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics