05:05 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 13:20:35, 1044 ნახვა

სამართალი
გვარამია: მოსამართლის მოძღვარმა შემატყობინა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება წულუკიანის ხელმძღვანელობით დაიწერა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამრთლოში მიმდინარე სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მას აქვს მტკიცებულებები, რომლითაც მტკიცდება, რომ სასამართლო კოლეგიაზე ზეწოლა ხდებოდა.

გვარამიას ინფორმაციით, სასამართლოს გამზადებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას სთხოვდნენ. ეს გადაწყვეტილება კი იუსტიციის სამინისტროში მინისტრ თეა წულუკიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწერა.

როგორც გვარამიამ განაცხადა, აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთმა მოსამართლემ რჩევა თავის მოძღვარს ჰკითხა. შუამავლების საშუალებით, სწორედ ამ მოძღვარმა მიაწოდა გვარამიას აღნიშნული ინფორმაცია.

გვარამია სასამართლოს ამ ამბის მოკვლევას სთხოვს და მზადაა კონკრეტული გვარები დახურულ სხდომაზე დაასახელოს.

„პირველი სხდომის შემდეგ, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა შედგა კომუნიკაცია ჩემსა და ერთ-ერთ პირს შორის. მის ვინაობას აქ არ დავასახელებ. ამის შესახებ მოვუყვები გამოძიებას. ეს არის სასულიერო პირი, მასთან კომუნიკაცია შუამავლის მეშვეობით შედგა. შუამავალი იყო სამი, განსხვავებულ დროს. ცხადია დავუსახელებ სამივე შუამავალს გამოძიებას. უმჯობესი იქნება კონკრეტული გვარების შესახებ დახურულ სხდომაზე ვისაუბრო, ვინაიდან საქმე ეხება სასულიერო პირის მოწოდებულ ინფორმაციას. მან გამანდო ინფორმაცია პირველი სხდომის მოსამართლის შესახებ, რომლის თანახმადაც კოლეგიისთვის უკვე ცნობილი იყო გადაწყვეტილება. იგი დაიწერა იუსტიციის სამინისტროში, გერმანულ სამართალზე დაყრდნობით მინისტრ თეა წულუკიანის უშუალო ხელმძღვანელობით. კოლეგიის შემადგენლობა იყო ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ, ის იყო ზღვარზე გაეძლო თუ არა. მან (ერთ-ერთმა მოსამართლემ) ჰკითხა რჩევა თავის მოძღვარს, რაზეც მიიღო რჩევა რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაედინა უსამართლობა. ქრისტიანული  კანონიკით ეს არის საკმაოდ მძიმე ცოდვა. ეს ზეწოლა ვერ შედგა, რის საფუძველზეც შეიცვალა მოსამართლეთა კოლეგია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენდირექტორმა მოსამართლეთა კოლეგიის მაშინდელი შემადგენლობაც დაასახელა. შემადგენლობა იყო ნაზღაძე, გოდერძიშვილი, მესხიშვილი.

გვარამიამ ერთ-ერთ მოსამართლეს ნატალია ნაზღაძეს მიმართა, რომ იმ კოლეგიის შემადგენლობაში ისიც იყო, თუმცა აქვე დასძინა რომ ის არ ყოფილა ის მოსამართლე, ვინც მოძღვარს ზეწოლის შესახებ უამბო.

„თქვენ ნამდვილად არ ყოფილხართ ის პირი ვისზეც ვსაუბრობ. თქვენი კოლეგა აბსოლუტური სიზუსტით გადმოსცემს დეტალებს. თქვენი კოლეგა არის ბოლომდე მართული, მათ შორის იმაზე, რაზეც არ იყო თანახმა.

არ არსებობს საფუძველი, რომ თქვენი კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენი მინიმალურ სამართლიანობას მაინც აკმაყოფილებს. გადაეცით საქმე გამოძიებას, რომ პირველადი მოკვლევა მაინც ჩატარდეს. თუ გნებავთ თქვენ თვითონ გამოიძახეთ დაკითხვაზე ეს ადამიანნები, ვინც მე ეს ინფორმაცია მომიტანა.

მაინტერესებს, რატომ იცვლებოდა ასე ირაციონალურად სასამართლო კოლეგიის შემადგენლობები“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics