17:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 13:30:20, 516 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: დღეს მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორებთან

„დღეს გაცილებით უფრო მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული  გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“,-ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია ნათქვამი.

როგორც ივანიშვილის წერილშია ნათქვამი, მოქალაქეები პოლიტიკურ თავისუფლებებს ეჩვევიან და მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვის.

„მოქალაქეები ეჩვევიან პოლიტიკურ თავისუფლებებს, მათ აღარ ეშინიათ საკუთარი კრიტიკული აზრის თუ უკმაყოფილების გამოხატვისა. ადამიანები შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით გაფიცვებსაც კი აწყობენ, რაც, დამეთანხმებით, ადრე წარმოუდგენელი იყო.

მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით - გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რითაც ქართველ მეწარმეებს ევროპის ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. გაიხსნა საქრთველოში პირველი ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.დღეს გაცილებით მყარი და სტრატეგიულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს პარტნიორ ქვეყანებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ყველა რეიტინგით და მაჩვენებლით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და არ არსებობს სფერო, რომელშიც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდეს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას  იყო”,-ნათქვამია წერილში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics