11:01 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 13:58:58, 638 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ვეჩვევით დემოკრატიას და თავიდან ვსწავლობთ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას

„საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას - ჩვენ თავიდან ვსწავლობთ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას, ვეჩვევით დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას, ზოგადად თავისუფლებას“,-ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია აღნიშნული.

როგორც წერილში ივანიშვილი აღნიშნავს, საჭიროა სიფრთხილე,  რათა მთავრობამ შეცდომა არ დაუშვას და იმ ტირანიაში არ დააბრუნოს, რომელსაც დიდი გაჭირვებით დააღწია  თავი დააღწია ქვეყანამ.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავლის წინაშე და დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება სიფრთხილე, რათა არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც  იმ ტირანიაში დაგვაბრუნებს, დიდი გაჭირვებით რომ დავაღწიეთ თავი. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ვუპასუხოთ დროის მოთხოვნებს, მართებულად შევაფასოთ მოვლენები და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მიღწევები, რაც ამჟამად გვაქვს და რაც სამომავლოდ  უკეთეს პერსპექტივას გვიპირდება.

მართებული კი მხოლოდ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს - თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას, კეთილდღეობას და  მსოფლიო პროგრესის პროცესში ჩართულობას!“, - ნათქვამია წერილში.

ამასთან, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ დროის და ცხოვრების მოთხოვნებიდან გამომდინარე ქვეყანას ჩამორჩენის უფლება არ აქვს.

ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ „ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ამ აისბერგებს შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ გატარება შევძელით.

„დროის და ცხოვრების მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენ ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს. სწორედ ეს ამოცანა უდგათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც, მიუხედავად ათასი პრობლემისა, გულს არ იტხენ და შრომობენ საკუთარი ოჯახების, მომავლის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.  ამაში სჭირდებათ მათ ხელშეწყობა და დახმარება  ყველა ვხედავთ, როგორი დაძაბულობაა დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს გარშემო - უახლოეს და არც თუ შორეულ სამეზობლოში. ულმობელი ტერაქტები, დაუსრულებელი საბრძოლო მოქმედებები, ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური კონფლიქტები  და ცივილიზაციათა დაპირისპირება,  ის სახიფათო აისბერგებია, რომლებიც ჩვენს შორიახლო დაცურავენ და  კატასტროფებით გვემუქრებიან. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ამ აისბერგებს შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოდ გატარება შევძელით და მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ.

რამდენად მივაღწევთ მიზანს, დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - როგორი ტიპის სახელმწიფოს ავაშენებთ და რა საგარეო ორიენტირები ექნება ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნულია წერილში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics