22:47 - 17 Apr, 2024
2016-05-30 15:04:05, 1260 ნახვა
მსოფლიო
ერაყში აფეთქებას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა
ერაყში აფეთქებების სერიას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. პოლიციისა და მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებები დედაქალაქ ბაღდადსა და მიმდებარე რაიონებში განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტურ რაიონ შააბში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თავი აიფეთქა. კიდევ ერთი აფეთქება ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე დასახლების ბაზარში მოხდა. დანაღმული მოტოციკლი ბაღდადის სადრის უბანში აფეთქდა. სამართალდამცველების ვარაუდით, ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" მიერაა ორგანიზებული. ერაყის შეიარაღებული ძალები საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით ქალაქ ფალუჯას ექსტრემისტებისგან გასათავისუფლებლად ოპერაციას აწარმოებენ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება“ - აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას“ ერთსაათიანი ვადა მისცეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრამი მოხსნილია, შენობის კარებები ღიაა
პრეზიდენტი - ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული?
რა? სად? როდის? — 563 მოთამაშე მოუწოდებს პარლამენტს, ჩააგდოს რუსული კანონი
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|