21:53 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:19:37, 764 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

კონგრესზე ქბრბ ნივთიერებების გაუვრცელებლობის, უსაფრთხოების, ინციდენტების შედეგების მართვის საკითხებსა და ამ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკასა და მოწინავე ტექნოლოგიებზე იმსჯელეს.

შს მინისტრმა კონგრესის 250-მდე მონაწილეს მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან სიტყვით მიმართა.

„ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ სატრანზიტო მდებარეობას უკავშირდება რადიოაქტიური და ბირთვული ნივთიერებებით უკანონოდ ვაჭრობის საფრთხეები, რაზეც მეტყველებს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბირთვული ნივთიერებების კონტრაბანდის გამოვლენილი არაერთი ფაქტი. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული სახელმწიფო საზღვრების უსაფრთხოება. ზოგადად, აღნიშნულ საფრთხეებთან გამკლავება შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული უწყების ცალკეული ძალისხმევით ან, თუნდაც, რომელიმე ერთი სახელმწიფოს მონდომებით. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებულ მაგალითია ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ სფეროში მჭიდრო უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნის მიმართულებით", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული ქბრბ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არაერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდა. ამასთან, შსს-ს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირება და შესაბამისი კრიმინალისტიკური ექპერტიზის უზრუნველყოფა. კერძოდ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი განყოფილება აღნიშნული ინციდენტების ლიკვიდაციასა და ზიანის შემცირების ღონისძიებებს უზრუნველყოფს, ხოლო შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ყველა შესაძლებლობა გააჩნია იმისთვის, რომ ქბრბ დანაშაულთან დაკავშირებული კრინალისტიკური ექსპერტიზა ეფექტიანად განახორციელოს.

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი საქართველოში წელს მეორედ გაიმართა. კონგრესს საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები დაესწრნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics