09:30 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:35:30, 743 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი: ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შეფასებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი „ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო“.

„ეს იყო ტყუილისა და ტრაბახის მორიგი კასკადი. ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე ლაივში ვუყურებ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს; ამბობს, რომ არ აქვს ბიზნეს ინტერესები და ვხედავთ პანორამა თბილისს და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოინების ქარხანას; ამბობს, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ თავისუფლად, აღარ არის ძალადობა და კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან უბრალო, ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს; ივანიშვილი ამბობს, რომ ის არის მთავარი დაბრკოლება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნოს ხელისუფლება, სინამდვილეში ის არის მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის და „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბერს ამ დაბრკოლებას გადალახავს წარმატებით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics