21:42 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 16:19:55, 934 ნახვა

კომენტარი
მეჭიაური: მთავრობას სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდა, ალბათ სჯობდა, ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა

მთავრობას სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდა, ალბათ სჯობდა, ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ეს კონცერტი აქტივში უნდოდა ჩაეწერა.

„ალბათ, მმართველ გუნდს ეს კონცერტი აქტივში უნდოდა ჩაეწერა, მაგრამ თუნდაც ერთი უკანალის ჩვენებით ამდენი მილიონი უკუღმა შემოუტრიალდა. რამდენიმე ლგბტ ამომრჩეველი შეიძლება მათ დაემატათ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა ხმები დააკარგინა. სწორი მენეჯმენტი რომ ჰქონოდათ, ალბათ, სჯობდა ჯენიფერ ლოპესი ან კიმ კარდაშიანი ჩამოეყვანათ. მართალია, იქ ლგბტ-ების ხმები შესაძლოა დაეკარგათ, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი ვაჟკაცების (აგერ, ოპერატორები რომ დგანან) ხმებს ნამდვილად მოიპოვებდნენ”, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

პარლამენტის წევრმა ასევე დასძინა, რომ ათეული მილიონი ”ასეთი იაფფასიანი შოუების მოსაწყობად ნამდვილად არ ღირდა”.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics