10:16 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 17:49:42, 512 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში ბრატისლავას სახელობის სკვერი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდრეი კისკასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ბრატისლავას სახელობის სკვერი გახსნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ბრატისლავას სახელის მინიჭების ინიციატივით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სლოვაკეთის საელჩომრამდენიმე დღის წინ მიმართა.

დავით ნარმანიამ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ბრატისლავას სკვერში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სულ მალე დიდუბის რაიონის გამგეობა სკვერს კიდევ უფრო მეტად კეთილმოაწყობს და გაამწვანებს.

„ამ ადგილს დღეიდან ეწოდება ბრატისლავას სახელობის სკვერი, რაც  გვაკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტად ევროპული სტილის სკვერი მოვაწყოთ, რომლის პროექტიც ჩვენ უკვე მზად გვაქვს და უახლოეს დღეებში  დავიწყებთ ამ ტერიტორიის კეთილმოწყობას. ერთის მხრივ, ეს ტერიტორია უფრო მეტად მოწესრიგდება და გალამაზდება და მეორეს მხრივ, აქ იქნება ბრატისლავას სახელობის სკვერი, ქალაქისა, რომელთანაც ჩვენ საკმაოდ დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობა  გვაკავშირებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს წევრები და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics