04:10 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 17:51:36, 668 ნახვა

პოლიტიკა
სოფელ საზაქენდთან საქართველოს საზღვრის გადმოწევას სომხეთის საელჩოში უარყოფენ

სომხეთის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოწევის ფაქტს, სომხეთის საელჩოში არ ადასტურებენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოში სომხეთის საელჩოდან აცნობეს, სადაც აღნიშნეს, რომ მედიით გავრცელებული ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ საზაქენდში, რომლის ახლოსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადის, სომეხმა მესაზღვრეებმა 10-15 ჰექტარი მიწა მიისაკუთრეს.

ტელეკომპანია ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს მხოლოდ ბოლო დიდი ნაბიჯია, თორემ მიწების თვითნებური მითვისება აქ დიდი ხანია, გრძელდება. სასაზღვრო ზოლში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია, ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ ადრე საზღვარი გაცილებით შორის იყო, ახლა კი საცხოვრებელ სახლებთან გადის. მსგავსი პრობლემა არის საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების საზღვრებზეც, რომლებიც წლიდან წლამდე ადგილს იცვლის. როგორც წესი, საზღვრის შეცვლა საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე ხდება.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, "ექსპრესნიუსი" სომხეთის საელჩოს საქართველოში დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, საზღვრის გადმოწევის ფაქტი რეალობას არ შეესაბამება.

საელჩოს პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უკვე უარყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics