13:34 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 18:12:35, 635 ნახვა

სამხედრო
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლუკას პარიზეკს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, შოთა ღვინერიამ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობის დადასტურებაა.

ლუკას პარიზეკმა საქართველოს მიმართ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გამოხატა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

შოთა ღვინერიამ სტუმარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნატოს ვარშავის სამიტი, სამიტისთვის მზადება, მოლოდინები და შესაძლო შედეგები იყო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა.

ლუკას პარიზეკი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდრეი კისკასთან ერთად, ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics