07:22 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 19:40:52, 555 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

ეროვნული უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტიგენტის გაზრდის რეკომენდაციით მიმართა.

აღნიშნული რეკომენდაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის მოწვევით გაიმართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს -  ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების,  რეგიონული უსაფრთხოების და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში უსაფრთხოების გარემოს საკითხები.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ცენტრალურ აფრიკაში გვყავს 5 სამხედრო მოსამსახურე და საუბარია, მათი რაოდენობის ოცეულით გაზრდაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციას", - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭომ ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან შექმნილ უსაფრთხოებაზეც იმსჯელა და მოისმინა შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება.

ეროვნული უშიშროების საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შემუშავების დავალება მისცა.

როგორც ირინე იმერლიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უშიშროების საბჭოზე მსჯელობა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსაც შეეხო. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება.

„სამიტის ფარგლებში გაიმართება მინისტერიალები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე თავდაცვის მინისტრის და შესაბამისად ამ საკითხებზეც იყო მსჯელობა", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics