18:47 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 19:45:27, 667 ნახვა

საზოგადოება
მთავარმა პროკურორმა თბილისის ყოფილი პროკურორის მ. ქურდაძის ბიუსტი გახსნა

ქ. თბილისის პროკურატურის ეზოში ქ. თბილისის ყოფილი პროკურორის მიხეილ ქურდაძის ბიუსტის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
 
ღონისძიებას, რომელზეც მიხეილ ქურდაძის მოღვაწეობა გაიხსენეს, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის  მოადგილეები - მამუკა ვასაძე, გიორგი გოგაძე და გიორგი გაბიტაშვილი, ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მიხეილ ქურდაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
 
სახელმწიფო ჯილდოების, იუსტიციის უფროსი მრჩევლისა და პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდებების მატარებელმა მიხეილ ქურდაძემ, პროკურატურის სისტემაში 29-წლიანი მუშაობის მანძილზე არაერთი თაობა გაზარდა და განუზომელი წვლილი შეიტანა საგამოძიებო პრაქტიკის განვითარებაში.
 
წარმატებული საპროკურორო მოღვაწეობის პარალელურად, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის პროფესორმა მიხეილ ქურდაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სამართლის დარგის განვითარებაში და როგორც 4 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს (თანაავტორობით), 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიცისტური სტატიის ავტორმა და ლექტორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა მომავალი თაობების აღმზრდელ ღვაწლმოსილ პედაგოგთა შორის.  




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics