01:14 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 21:47:05, 670 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება - ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახური ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქის“ გახსნის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი.

„ღვინის ქალაქის“ უდიდესი ნაწილი დაეთმობა მუზეუმს, რომელიც მუდმივ გამოფენასთან ერთად, წელიწადში ერთხელ უმასპინძლებსსაზაფხულო გამოფენას - „მოწვეული ვენახი“, ასევე - სხვადასხვა დროებით გამოფენას, დეგუსტაციებს, ღვინოსთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და კულტურულ ღონიძიებებს. ბორდოს “ღვინის ქალაქის“ გამოფენათა ციკლის - „მოწვეული ვენახი“ პირველი გამოფენა, სახელწოდებით„საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, 2017 წელს საქართველოს მიეძღვნება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ბორდოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics