18:04 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 22:07:32, 590 ნახვა

სპეციალური ანონსი
31 მაისის სპეციალური ანონსი

31 მაისს, 09:00 საათზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ორგანიზებით, ქალთა შრომით საკითხებზე და ამ მიმართებით საჭირო სოციალურ პოლიტიკაზე იმსჯელებენ.

31 მაისს, 09:30 საათზე, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართულ-ლიტვურ სემინარს გახსნის, რომელიც სამინისტროს ეგიდითა და ლიტვის საელჩოსთან თანამშრომლობით ტარდება.

31 მაისს, 09:45 საათზე, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი დუგლას ბოლი ელექტოენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტს გახსნიან.
მის: მთაწმინდა, ინოვაციების ქ. #7 

31 მაისს, 10:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი კურსდამთავრებულებისთვის, სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულების და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ცერემონიალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. 
მის: ასათიანის ქ. #9
საკონტაქტო პირი ნინო მამუკაშვილი - 595 956 103, თამარ ბოლქვაძე - 599 729 488

31 მაისს, 11:00 საათზე, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის’’ მთავარ ოფისში, ზურა ჯაფარიძე ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. 
მის: პოლიკარპე კაკაბაძის ქ. #7
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555 56 19 90

31 მაისს, 10:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟლიანი საქართველოს მეწარმეთა ასოციაციის წევრებს შეხვდება. სხდომას დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N520

31 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, მე-3 სართულზე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ეკონომიკური მაჩვენებლები.

31 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელზე, პირველ სასამართლო სხდომას გამართავს. 
მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6, სხდომათა დარბაზი #33
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202 

31 მაისს, 11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

31 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია #206-ე ბაგა-ბაღს გახსნის. 
მის.: ზემო ფონიჭალა #3 (112-ის მიმდებარედ)
საკონტაქტო პირი თაკო კვირტია - 577173004

31 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონფერენციას - „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები - საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება“, გამართავს.

31 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ სახალხო დამცველი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს.

31 მაისს, 11:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს. 

31 მაისს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, პარლამენტში საქართველოს საპენსიო რეფორმის თაობაზე საჯარო დისკუსია გაიმართება. 
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310);

31 მაისს, 12:00 საათზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, პირველ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის განცხადებას გააკეთებს. 
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202 

31 მაისს, 12:00 საათზე, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს და გააპროტესტებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებას, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციას უარი ეთქვა, გაწევრიანდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში. 
მის: ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. #22, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი

31 მაისს, 12:00 საათზე, თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ აქციას - „ნუ მაბოლებ!“ გამართავს.
მის: თბილისი, პარლამენტის შენობის უკანა მხარეს არსებული შესასვლელი

31 მაისს, 13:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

31 მაისს, 14.00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართება ბიზნესმენ არჩილ ვეკუას მხარდამჭერი აქცია, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტისგან მოითხოვენ ვეკუას შეწყალებას, რომელიც ამჟამად დევნილობაში იმყოფება. 

31 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით გაიმართება „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, სლოგანით: მსოფლიო თამბაქოს გარეშე - მოვემზადოთ სადა შეფუთვისათვის.

31 მაისს, 14:00 საათზე, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ონის სინაგოგის 120 წლისთავთან დაკავშირებით ონის სინაგოგის აღმშენებელთა შთამომავლებთან შეხვედრა მოეწყობა.
მის: ანტონ კათალიკოსის ქ. #3

31 მაისს, 14:00 საათზე, თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ საპროტესტო აქციას - „ნუ მაბოლებ!“ გამართავს.
მის: ქუთაისი, პარლამენტის შენობის წინ. 

31 მაისს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შორის შეხვედრა გაიმართება. 

31 მაისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში ლექცია გაიმართება.
თემა: „საარბიტრაჟო სამართალი“.

31 მაისს, 15:00 საათზე, ილიას ბაღში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მონაწილეობით, ”World Vision საქართველოს” ოფისი სოციალურ თეატრსა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენას გამართავს.
მის: აღმაშენებლის გამზ. # 73

31 მაისს, 16:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

31 მაისს, 17:00 საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, გიორგი ხუციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გაუძღვებიან მაია კაციტაძე, რამაზ საყვარელიძე, ვლადიმერ პაპავა, თამარ ჩიქოვანი, სოსო ცისკარიშვილი, მამუკა არეშიძე.
საკონტაქტო პირი მაია კაციტაძე - 599808833 

31 მაისს 17:30 საათზე, გიორგი ვაშაძის ახალი ტიპის პოლიტიკური ძალის სამოქალაქო პლატფორმა - „ახალი საქართველოს“ ბრენდის პრეზენტაცია გაიმართება. 
სპორტის სასახლის წინ, მარკეტ ,,სპარის" მეორე სართული
ტელ.: 591051601

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics