15:07 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 10:54:33, 877 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლებიც თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს. 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საერთაშორისო დანაშაულის ფაქტი აღკვეთა, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების  გასაღების  ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე ვიტალი კოსტუჩენკო და საქართველოს მოქალაქეები, ელხან მუსტაფაევი  და  აკიფ ხალილოვი დავაკავეთ.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელიც აერთიანებს უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს.  ბრალდებულები დაკავებული იქნენ ყალბი აქციზური მარკების 185 000 ლარად რეალიზაციის დროს.

ზემოაღნიშნული ყალბი აქციზური მარკების გამოყენებისა და რეალიზაციაში გაშვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 550 000 ლარის ოდენობის ზიანი“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2001-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ და 4-ე  ნაწილის „ა“ პუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12  წლამდე ვადით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოტიგა - ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არა, სხვა კონკრეტული მიმართულებიდან მოდის
პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს - კანონპროექტის მთავარი მიზანი გამჭვირვალობის გაუმჯობესებაა
მათიკაშვილი - ყველა რადიკალის გასაგონად - ერთ მუშტს მოიქნევთ? - ათი მოგხვდებათ
გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics