16:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 12:18:00, 1225 ნახვა

მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრებს რუსეთის საფრთხეზე საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის ყველა წევრს, რუსეთის აგრესიის "პოტენციურ საფრთხეზე" პასუხის გასაცემად მზად იყოს.

როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ასამბლეის თავმჯდომარემ, მაიკლ ტერნერმა განაცხადა, რუსული პრობლემა რეალური და სერიოზულია.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 250-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დეკლარაციას, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ ჯარის გამოყენებისა და ნატოს მოკავშირეების დაშინების მცდელობის გამო.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ალიანსის წევრებს არ აქვთ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების გეგმები განიხილონ როგორც პოტენციური საფრთხე და მიიღონ შესაბამისი საპასუხო ზომები. ასამბლეის წევრები ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდებენ, გაზარდონ ალიანსის ბრძოლისუნარიანობა და გააძლიერონ თანამშრომლობა ბლოკის არაწევრ სახელმწიფოებთან -  შვედეთთან და ფინეთთან.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ნატო რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებას მომავალშიც გააგრძელებს, თუმცა წარსულ ურთიერთობებთან დაბრუნება არ მოხდება.

"ნატო მიისწრაფვის რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვის გზების მოძიებისკენ", - ნათქვამია დეკლარაციაში.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასევე მიესალმებიან მონტენეგროს პროგრესს ალიანსში გაწევრიანების გზაზე და მოუწოდებენ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს, ალიანსში გაწევრიანების საქართველოს პერსპექტივები დაადასტურონ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics