08:11 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 12:26:04, 883 ნახვა

სამართალი
მოსამართლეთა კოლეგიამ "რუსთავი 2"-ის პროცესის გადადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლეთა კოლეგიამ "რუსთავი2"-ის ინტერესების დამცველების  შუამდგომლობა, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო დღევანდელი პროცესისთვის მოსამზადებლად.

ამასთან, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, გადატვირთული გრაფიკიდან  გამომდინარე,  საკუთარი შესაძლებლობების  სრულად აღდგენა ვერ მოახერხა.

"აქედან  წავედი ექვს  საათზე,  სამსახურში ვიყავი შვიდ საათზე, მქონდა ეთერი ათ საათზე,  დასრულდა პირველის ნახევარზე.  ვერ მოვახერხე სრულად ჩემი შესაძლებლობების და ენერგიის აღდგენა.  სამ საათზე მივედი სახლში და დილით ისევ პროცესზე ვარ.  ჩემთვის წარმოუდგენელია იმ მოცულობით განვახორციელო დაცვის უფლება,  რაც მე ზოგადად შემიძლია. იგივე ეხებათ ჩემს კოლეგებს. სხვა საქმეებიც გვაქვს, მხოლოდ ამ სასამართლოს დღის წესრიგით არ ვცხოვრობთ. სრულიად გვაგდებთ სამუშაო რეჟიმიდან. არაფერი არ უნდა ვაკეთოთ მაშინ.  ნუ შეგვიზღუდავთ შეჯიბრობითობას. გადავდოთ პროცესი", - მიმართა "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას, თუმცა პროცესი მაინც გაგრძელდა.

მოსამართლეთა  კოლეგიამ შუამდგომლობა არც  შესვენების გამოცხადების შესახებ  დააკამყოფილა.

სააპელაციო სასამართლოსთან "რუსთავი2"-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, "რუსთავი2"-ის საჩივარი  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება,  რომლითაც ტელეკომპანიის  წილის 100%  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics