16:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 13:28:16, 659 ნახვა

პოლიტიკა
„მხარში დავუდგეთ ერთმანეთს და “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა არ დავუშვათ“, - ტელეკომპანიის დამფუძნებლების მიმართვა

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლები, მამუკა ღლონტი და ეკა აკობია სპეიციალურ მიმართვას ავრცელებენ.

მათი თქმით, გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გათავისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლების პირველი ნაბიჯია, რასაც “ქართული ოცნება“ “იმედის“ ქონების განმაკარგველის ირაკლი რუხაძის ხელით ახორციელებს.

"მივმართავთ “მაესტროს“ ჟურნალისტებს, გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს “ქართული ოცნება“ “იმედის“ მეპატრონის , ირაკლი რუხაძის ხელით. მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა.

დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში “ირაკლი რუხაძე და კომპანია“ აუცილებლად დაცლის ,,მაესტროს” პრინციპული ადამიანებისგან", - ნათქვამია მიმართვაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics