07:09 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 13:37:13, 584 ნახვა

რეგიონი
აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა 28 მაისს ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გახსნა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონს რეგიონი წელს სიახლეებით ხვდება, როგორც ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების, ასევე სერვისის გაუმჯობესების კუთხით. წელს, რეგიონის სტუმრებს აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული სასტუმროები და კვების ობიექტები დახვდებათ. ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, სტუმრებისთვის აღნიშნული ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.

გარდა ამისა, რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ წელს მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასვლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მარშრუტების შეძენა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განახლებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში.

სიახლეა რეგიონში სასტუმრო კომპლექსების გახსნის მხრივაც. ზაფხულში ბათუმს არაერთი დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმრო და განთავსების ობიექტი შეემატება, რაც 700-ზე მეტ სასტუმრო ნომერს (1400-მდე განთავსების ადგილი) ითვალისწინებს.

საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. წელს, ბათუმის მიმართულებით 5 ახალი ავიკომპანია შეასრულებს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. მათ შორის თელავივიდან ბათუმის მიმართულებით წელს, პირველად  ავიაკომპანიები „Israir Airlines და „El Al Israel Airlines“ ასრულებს ჩარტერულ რეისებს. ისრაელიდან ამას ემატება ავიკომპანია „Arkia”, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ რეისებს თელ ავივსა და ბათუმს შორის.  ახალი ავიაკომპანიები შემოდის ყაზახეთიდანაც. ივნისში, ფრენების განხორცილებას ყაზახეთიდან  ორი ახალი  ავიაკომპანია „Scat” და „Skybus” იწყებს, მათ შორის Skybus” ყაზახეთის 8 მსხვილი ქალაქიდან. ფრენები იწყება არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდანაც. ივლისიდან, ჩარტერულ რეისებს შარჟა-ბათუმი-შარჟა Air Arabia  შეასრულებს. გარდა ამისა, ახალი მიმართულებები დაემატა Ural Airline-საც, რომელიც ჩარტერულ რეისებს ეკატერინგბურგიდან და სამარადან ასრულებს. გასული წლის მსგავსად წელსაც შასრულებს ფრენებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთიდან მოზიდული ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი "Rainbow Tours".

განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ყველაზე ვიზიტირებული ტურისტული ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი.

2016 წლის ზაფხული კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებით გამორჩეული იქნება. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი.  სეზონთან დაკავშირებით, ივნისიდან კოლონადებთან სუხიშვილების კონცერტით  გაიხსნება პროექტი “ჰით ბათუმი“, რომლის ფარგლებშიც ბათუმში  სხვადასხვა ბენდების მონაწილეობით კონცერტები, ფოკლორული შოუები, თეტრალური დღეები და ფესტივალები გაიმართება. 7 ივნისს კი საოცრებათა პარკში Checkin Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აჭარა პოპ როკ ჯგუფის „Maroon 5” –ის გრანდიოზულ კონცერტს უმასპინძლებს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად რეგიონში ტურისტების მატებას განსაკუთრებით 10 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics