14:05 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 14:52:28, 994 ნახვა

ეკონომიკა
კეპულაძე: ასეთი ზრდის ტემპით, საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს შეიძლება 50 წელშიც ვერ დავეწიოთ

საქართველოს სჭრიდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროგნოზი კიდევ უფრო ნაკლები იყო არსებულ მაჩვენებელზე, 4.3% იმედის მომცემია , - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თამჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ საქსტატის მონაცემების შეფასებისას "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მონაცემები უფრო სწრაფად იზრდებოდეს.

"ამჟამინდელი მონაცემების თანახმად პროდუქტის ზრდის ტემპი არ არის სასაკმარისი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში ეს მაჩვენებელი არა 4 და 5%-ს, არამედ 7-9% მაინც უნდა შეადგენდეს. ამ ზრდის ტემპით, საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს შეიძლება 50 წელშიც ვერ დავეწიოთ", - განაცხადა კაპულაძემ.

როგორც კეპულაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, იმპორტის მაჩვენებელი C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ხარჯზეა გაზრდილი, თუმცა მისივე განმარტებით წმინდა იმპორტი შედარებით შემცირებულია.

"იმპორტი წელს უფრო მეტად შემცირდა ვიდრე ექსპორტი, რადგან ექსპორტი კიდევ უფრო ადრე შემცირდა. სწორედ ამან გამოიწვია სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება და დღეს სავაჭრო ბალანსი უკეთესი გვაქვს ვიდრე გვქონდა წინა წლის განმავლობაში. მათ შორის ამან ლარის კურსის გამყარებაც გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ იმპორტის შემცირება კარგი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებს შევიძენთ უცხოურ პროდუქციას, ნაკლების შეძენის საშუალება გვაქვს და ამიტომ მცირდება იმპორტი. სასურველია, რომ ქვეყნიდან ექსპორტი გაიზარდოს. ამას მოჰყვება ქვეყანაში სავალუტო შემოდინება. თუ იმპორტის ზრდა მოხდება პარალელურად და ეს არ დაარტყავს სავაჭრო ბალანსს ეს არ იქნება საგანგაშო" - განაცხადა კეპულაძემ.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3 პროცენტი შეადგინა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics