00:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 15:19:02, 686 ნახვა

სხვადასხვა
12 დღიანი უფასო ტრენინგი ჩატარდება სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინური ორგანიზაცია „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 17-28 ივნისს, ქალაქ  რუსთავში სასტუმრო რუსთავში  12 დღიან სასწავლო სემინარს ატარებს  დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერთა ცოდნის ამაღლებას სასათბურე ბოსტნეულის (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.)ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ინფორმაციის გადაცემას მზისსათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და სხვა.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგს  ქართველი და ჩინელი ექსპერტები გაუძღვებიან.

12 დღიან ტრენინგში მონაწილეობა, სასტუმრო და კვება უფასოა. მონაწილეობისმსურველებს გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია: https://goo.gl/xUcOSZ




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics