14:07 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 13:38:52, 600 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები პარლამენტს მოუწოდებენ, ხოჯალის ტრაგედია გენოციდად აღიაროს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბახის რეგიონში მდებარე ქალაქ ხოჯალის ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი აქცია გამართეს. მათ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ტერორი, ძალადობა და სეპარატიზმი დაგმეს.

როგორც "საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე'' ალი ბაბაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის უფლებები დაცული უნდა იყოს.

"დღეს 23 წელი შეუსრულდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბახის რეგიონში მდებარე ქალაქ  ხოჯალის ტრაგედიას. ქალაქი სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ყოფილი საბჭოთა კავშირის  პოლკის  მხარდაჭერით დაიპყრეს. ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, მოვუწოდებთ როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე მსოფლიოში ცნობილ ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, დამთავრდეს ძალადობა, სეპარატიზმი და ტერორი  ხალხის წინააღმდეგ, უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ. ესაა ჩვენი შეკრების მთავარი მიზეზი. ჩვენ მშვიდობიანი აქცია მოვაწყვეთ. პირველად პარლამენტის წინ შევიკრიბეთ, მიმართვა პარლამენტს უნდა მივცეთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული, ასევე მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის უფლებები უნდა იყოს დაცული",-განაცხადა ალი ბაბაევმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, შეისწავლოს ხოჯალის ტრაგედია და   გენოციდად აღიაროს  ის. თავის მხრივ, ბაბაევის თქმით, მიმართავენ აზერბაიჯანის პარლამენტსაც, რომ შეისწავლოს და  აღიაროს ქართველი ხალხის გენოცდი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

 "ჩვენ წერილობით მივამრთავთ პარლამენტს როგორც აზერბაიჯანული მოძმე, სტრატეგიული, მეგობრული ქვეყანა. ერთი და იგივე სცენარია დაწერილი როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე საქართველოსთვის . ტერიტორიიის 20% იქ არის დაკარგული, 20% აქ არის.  შეისწავლონ ხოჯალის ტრაგედია  და აღიარონ. ასევე მოვუწოდებთ ჩვენ აზერბაიჯანის პარლამენტს, რომ შეისწავლოს და აღიაროს  ქართველი ხალხის გენოციდი აფხაზეთში და სამაჩაბლოში",-აღნიშნა ალი ბაბაევმა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან  მსვლელობით სომხეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს.

 "სომხეთის საელჩოსთან იქნება პატარა აქცია, სადაც გავაკეთებთ მიმართვას, რომ თუ ჩვენ გვინდა კავკასიაში მშვიდობა, უნდა მოხდეს ყარაბახის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის  მშვიდობიანი გზით მოგვარება",-განმარტა ალი ბაბაევმა.

აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: "საქართველოსა და  აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა იქნას უზრუნველყოფილი", "ხოჯალის გენოციდი", ხოლო ეცვათ თეთრი მაისურები წარწერით: "Justice For Khojaly"




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics