16:50 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 16:36:12, 595 ნახვა

პოლიტიკა
გრეგორი კარასინი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ე.წ. რუსი მესაზღვრეების კავშირს უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრეგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსი მესაზღვრეების კავშირი უარყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან სასაზღვრო რაიონში ვითარებასთან, ასევე  მიმდინარე წლის 14-15 ივნისს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მომზადების საკითხებთან დაკავშიებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა. თანათავმჯდომარეებმა ინფორმაცია მოგვაწოდეს სოხუმში, თბილისსა და ცხინვალში მათი ბოლო ვიზიტების შედეგების შესახებ", - აღნიშნულია გაცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დიპლომატებმა განიხილეს  ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში აფხაზეთის ქალაქ გალში 27 მაისს გამართული რიგგარეშე შეხვედრს შედეგები.

“19 მაისს საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის განხილვისას მოხდა კატეგორიული უარყოფა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებების ინციდენტთან რუსი მესაზღვრეების კავშირის შესახებ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში.

ცნობისთვის, გრიგორი კარასინი მოსკოვში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერტს, ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეჰლერსა და გაერო-ს წარმოამდგენელს ანტი ტურუნენს შეხვდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics