09:48 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 13:45:32, 621 ნახვა

სამხედრო
გენერალურ შტაბში ახალი ხელმძღვანელები წარადგინეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის  პოზიციაზე  პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე შეცვალა. J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის  უფროსის თანამდებობაზე პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი დაინიშნა. ორივე მათგანს საქართველოს შეიარაღებულ  ძალებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ახალ ხელმძღვანელებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა მიმართეს. მათ პოლკოვნიკებს წარმატება უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და  J-5/9 დეპარტამენტის ხელმძღვანელები სპეციალური შერჩევის საბჭოს მიერ შეირჩნენ.

პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან მსახურობს. დღემდე ის J-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2007-2009 წლებში კი J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1993 წლიდან ირიცხება. 2013-2014 წლებში ის ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი იყო. პოლკოვნიკი შიუკაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯსაც მეთაურობდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics