14:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 17:01:15, 854 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ქვეყნაში დადებით ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრობს

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ეკონომიკაში მთელი რიგი მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ასახვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე უნდა ჰპოვოს.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დადებითი ტენდენციები ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებელში, როგორც საქონლის წმინდა ექსპორტში (რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში გაზრდილია 15 მლ დოლარზე მეტით), ისე მომსახურების  ექსპორტში (ტურიზმის სექტორში - საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაზრდილია 20%-ით) არსებობს.

მისივე თქმით, შიდა ინვესტიციები, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები გააქტიურებულია, ფულადი გადმორიცხვები ძველ ნიშნულს უბრუნდება, ბიზნესის მხრიდან დადებითი მოლოდინები საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც აპრილის თვეში გაზრდილ ეკონომიკურ ზრდაზე (4.3%) და ლარის კურსის სტაბილურად გამყარებაზე აისახა - ლარის კურსი ბოლო 2 თვის განმავლობაში დაახლოებით 15 %-მდე გამყარდა. 

ლაშა ხუციშვილის განცხადებით დადებითი ტენდენციები ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც ახდენს გავლენას.  

„წინასწარი მონაცემებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებით შესრულდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიმდინარე თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტში მობილიზებულია 50 მილიონი ლარით მეტი თანხა“, - განაცხადა ხუციშვილმა. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელების ბრუნვა აპრილის თვეში 9%-ით გაიზარდა; დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა აპრილის თვეში 13%-ით გაიზარდა,  რაც მაისის თვის საბიუჯეტო საშემოსავლო ნაწილზე აისახა. 

„იმ მონაცემებით რაც დღეს გვაქვს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი იქნება. თუმცა, მომავალში როგორ განვითარდება საქართველოს ეკონომიკა კიდევ სხვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.  ჩვენი მოლოდინი ამ ეტაპზე ასეთია -  აპრილის მაჩვენებელი (4,3%-ზრდა) საკმაოდ კარგ იმედებს იძლევა,“ - აღნიშნა ხუციშვილმა. 

რაც შეეხება ლარის კურსის გამყარების დადებით ტენდენციას, ლაშა ხუციშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროს ლარის კურსის გამყარების ტენდენციის მოლოდინი აქვს. 

„ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ლარის კურსის გამყარება იქნება სტაბილური და გარკვეულ პერიოდზე გავრცობილი და არა მყისიერი და ერთჯერადი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics