05:12 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 17:25:04, 534 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენს თანაგუნდელებსაც სჭირდებათ ხანდახან ასეთი გამხნევება და შემოძახება

ძალიან საინტერესო წერილი, წარსულის მოვლენების, დღევანდელობისა და გასული წლების დინამიკის საკმაოდ მკაფიო ანალიზით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება, წერილის მკითხველმა გამოიტანოს, არის ის, რომ საქართველოს მიერ აღებული ვექტორი აბსოლუტურად სწორია და ბოლო წლებში მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ, 3 და 4 წელიწადში საქართველოს მოქალაქეების ყოფის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, თუმცა, წერილში ჩამოთვლილი ყველა შედეგი იყო ნამდვილად სანატრელი თითოეული მოქალაქისთვის 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთი წერილი ყველას სჭირდება. ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო და ვფიქრობ, ჩვენს თანაგუნდელებსაც სჭირდებათ ხანდახან ასეთი გამხნევება და შემოძახება", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ღია წერილში "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, პრემიერმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ საკითხზე არჩევანი 4 წლის წინ გააკეთა.

"მე მგონია, რომ ეს არჩევანი შეუქცევადი იქნება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics