11:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 17:31:56, 686 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლს უმასპინძლა.

შეხვედრას საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი კრის გოფი ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავებას. მინდია ჯანელიძემ ალექსანდრა ჰოლ ჰოლს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მინდია ჯანელიძემ და ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა საბჭოს  აპარატის და ბრიტანელი კოლეგების მიმდინარე ერთობლივი საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თქმით, ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნა ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის თვალსაჩინო პროექტია და დიდი ბრიტანეთი კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისების მართვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე. მინდია ჯანელიძის თქმით, ამჟამად საბჭოს აპარატის კოორდინაციით და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით  ეროვნული დონის ხუთ სტრატეგიაზე მიმდინარეობს მუშაობა. ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა აღნიშნა,  რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს ექსპერტიზის მიმართულებით აქტიური დახმარება გაუწიოს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics