10:27 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 18:06:01, 1981 ნახვა

საზოგადოება
როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ და ეფექტურად (ინტერვიუ)

შავი ზღვისპირა რეგიონებში ზღვის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. რუჯის მოყვარულებისთვის და არა მარტო რუჯის, კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, თუ როგორ შეიძლება გავირუჯოთ ისე, რომ კანი არ დავაზიანოთ და არ დავიწვათ.

დღის რომელ მონაკვეთშია  მზეზე გასვლა სასურველი რეკომენდირებული, რა ტიპის კანის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ მზეს და რამდენად საფრთხის შემცველია მზეზე დიდი ხანი ყოფნა ?  „ექსპრესნიუსის“  კითხვებს  კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული  სამეცნიერო კვლევითი  ცენტრის  ექიმი დერმატოლოგი, ვენეროლოგი და პოდოლოგი  ნინო ჯაში პასუხობს.

დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდირებული მზეზე გასვლა და  გარუჯვა?

მზეზე გასვლა და გარუჯვა  რეკომენდირებულია დილის 9:00 საათიდან 12:00 საათამდე.

დღის რომელ მონაკვეთში უნდა  მოვერიდოთ რუჯის მიღებას?

12:00 საათიდან 17:00 საათამდე  მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ  გარუჯვას.

რა თანმიმდევრობის შეიძლება იყოს რუჯის მიღება?

პირველ დღეს  უნდა დავიწყოთ 10 წუთიდან, მეორე დღეს შეგიძლიათ  15-20 წუთი იყოთ მზეზე ხოლო, მესამე დღეს კი  შეგიძლიათ ნახევარი საათი დაჰყოთ მზეზე.

მზეზე გასვლამდე რამდენად რეკომენდირებულია დამცავი საშუალებების გამოყენება?

დამცავი ფილტრი უნდა იყოს, ცხიმიანი კანისთვის უფრო ნაკლებია საჭირო,  თეთრი კანისთვის და წითურებისთვის 30- დან 40% მდე უნდა იყოს დამცავი ფილტრი.

რუჯის მიღების შემდეგ, კანზე ლაქები, რომ არ გაგვიჩნდეს რა ხერხს შეიძლება მივმართოთ? რა შეიძლება რომ გავაკეთოთ?

აუცილებელია მზისგან დამცავი კრემი  გამოვიყენოთ, ქუდი აუცილებლად უნდა ვიხმაროთ, ასევე ძალიან კარგია როცა ზღვაზე ვართ გამოვიყენოთ თერმული წყალი, დამატენიანებელი კრემი.  შეგიძლიათ მთელ სხეულზე შეისხუროთ და ასევე ბავშვებსაც ახმაროთ. 

ბავშვის  მზეზე გაყვანა დღის რა ეტაპზეა რეკომენდირებული?

დილის 11:00 საათიდან 12:00  საათამდე. ნახევრ საათზე მეტს თუ არ დაჰყოფს  არ არის პრობლემა, მაგრამ ქოლგის ქვეშაც ხდება დამწვრობა და ეს უნდა გაითვალისწინოთ.  ასევე  სასურველია მზის დამცავი ფილტრი,  +50%.

რამდენი ხანი შეიძლება ვიყოთ მზეზე?

მაქსიმუმ 1 ან 2 საათი, ოღონდ წყლის აბაზანებით. მაგალითად:  ორი საათის განმავლობაში, რომ ვიწვეთ და წყალში არ ჩავიდეთ არ შეიძლება. თუ 20 წუთი გავირუჯებით, სასურველია წყალში ჩავიდეთ.

 გარუჯვის დროს, რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ადამიანმა?

სასურველია  მზეზე ყოფნის დროს 2 ლიტრი  წყალი მიიღოს ადამიანმა და ძალიან კარგია, სანამ მზეზე გავალთ სტაფილოს წვენი მივიღოთ.

არსებობს ერთგვარი მოსაზრება, რომ  მზეზე გასვლამდე სასურველია მივიღოთ სტაფილოს წვენი. რას უწყობს ხელს სტაფილოს წვენი და რისთვის არის რეკომენდირებული?

ამ დროს უფრო მეტად ირუჯება კანი და მელანოციტები უფრო აქტიურდება. სხვა საშულებების გამოყენება  იოდი, ლეღვის ნახარში, ლუდი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ამ დროს ტრამვას ვაყენებთ კანს. მაგალითად, თუ 4 საათი დაწვება ადამიანი მზეზე და ლუდს წაისმევს, დაიწვება. რუჯის მისაღებად მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე, წვენი აუცილებელია, მაგალითად სტაფილოსი. რუჯის მიღება არის ინდივიდუალური, ზოგი მეტად იღებს, ზოგი ნაკლებად  კანის ტიპზეა დამოკიდებული.

განსაკუთრებით რა ტიპის კანის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს  მზეს?

განსაკუთრებით უნდა მოერიდონ წითურები, შემდეგ კი ქერა ტიპის კანის მქონე ადამიანები.  ასევე მზეს უნდა მოერიდონ, ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხალისკენ აქვთ მიდრეკილება. ხალები ვისაც აქვს, მაგათთვის  არ არის რეკომედირებული და აუცილებლად  უნდა გამოიყენონ დამცავი კრემი, ქუდებით იარონ და დამცავი სტიკერები გამოიყენონ. დამცავი სტიკერები ხალზე დავიფაროთ და მზისგან დავიცვათ.  ვაძლევ რეკომენდაციას, რომ სანამ მზეზე გახვალთ ხალზე დამცავი სტიკერი გადაიკრათ და ამ გზით მიიღოთ რუჯი.

მზის დამწვრობის დროს რა საშუალებას შეიძლება მივმართოთ?

მზის დამწვრობის დროს დიდი რაოდენობით  მიიღეთ სითხე, რა თქმა უნდა გააჩნია დამწვრობის ხარისხს. თუ ტკივილია და წვა  ტკივილგამაყუჩებელი  გამოყენეთ  და ანტიალერგიული პრეპარატი გამოიყენეთ.  თუ აღნიშნულმა არ უშველა ადამიანს, შემდეგ აუცილებლად მიმართეთ  ექიმ-დერმატოლოგს.

თაკო მაქაცარია




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics