05:25 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 18:42:37, 714 ნახვა

საზოგადოება
საფრანგეთის INRA-ს ინსტიტუტის ექსპერტი ჯიღაურას ესტუმრა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (INRA),ასევე BioversityIntersnationalVitis-ის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი  ტიერი ლაკომბი ესტუმრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესორი  ტიერი ლაკომბი მსოფლიოში ერთე-ერთი წამყვანი ამპელოგრაფია და იგი საქართველოში ქართული ვაზის ჯიშების გენეტიკური კვლევით არის დაინტერესებული.

უწყების ინფორმაციით, ცენტრის დირექტორიმა პროფსესორ  ლევან უჯმაჯურიძემ სტუმარს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამეცნიერო-მიმართულებები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

სტუმარმა მრავალწლოვანი კულტურების კვლევის დეპარატამენტის ჯიღაურას ბაზაზე მოინახულა ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთები, მსოფლიოს წამყვანი მევენახეობის ქვეყნებიდან ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების ნარგაობები, საბაზისო სადედეები და სანერგეები. პროფ. ტიერი ლაკომბმა საკოლექციო, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთების დათვალიერებისას აღნიშნაქართული და წამყვანი უცხოური საღვინე და სასუფრე მიმართულების ვაზის ჯიშების საკმაოდ მაღალი ფიტოსანიტარული და აგროტექნოლოგიური ფონი, რაც ხარისხიანი და მაღალი მოსავლის გარანტია.

ვაზის გენეტიკური ბანკის გამდიდრების და ერთობლივი კვლევითი სამუშაოების მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილია 30-ზე მეტისაფრანგეთის მონპელიეს საკოლექციო ნაკვეთში დაცული ქართული ვაზის ჯიშის და კლონების საქართველოში გასამრავლებლად იმპორტირება და პირიქით, ზოგიერთი ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საფრანგეთის საკოლექციო ნარგაობაში განთავსება.

ფრანგი პროფესორი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თაამშრომლებთან ერთად ჯიღაურას ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული მახასიათებლების შესწავლით დაკავდება.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics