14:49 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 20:12:49, 635 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკი „მაბუჰაი" გაიხსნება

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის ზოოპარკში საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკი „მაბუჰაი" იხსნება. პრეზენტაცია 13:00 საათზეა დაგეგმილი.

პარკის გახსნისა და ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას  მიიღებენ ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ტელმო კუნანანი (Thelmo Cunanan Jr.), ფილიპინების რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში ბ-ნი თეიმურაზ ჭიჭინაძე და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მმართველი დირექტორი  ნიკოლოზ გოგოლი.

„მაბუჰაი" საბავშვო მინიპარკია ღია ცის ქვეშ, სადაც პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული გასართობი ზონაა მოწყობილი სახლებით, კოშკურებით, სასრიალოებით, ქვიშის მოედნით, საძრომიალოებითა და მოტორიკის განმავითარებელი კონსტრუქციებით. მინიპარკით სარგებლობას ზოოპარკის დამთვალიერებლები უფასოდ შეძლებენ.

საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკის დაარსების ინიციატორები იყვნენ საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ტელმო კუნანანი და თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. პროექტი ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის (BICT) დაფინანსებით განხორციელდა. BICT _ უმსხვილესი ფილიპინური ინვესტორი საქართველოში ფილიპინური კომპანიის International Container Terminal Services Inc (ICTSI) შვილობილი კომპანიაა და საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორია ბათუმის საზღვაო ნავსადგურში.

„ახალი საბავშვო პარკი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული თბილისის ზოოპარკის განახლების სიმბოლო იქნება. პარკს სახელიც შესაბამისი შევურჩიეთ _ „მაბუჰაი" ფილიპინური სიტყვაა და დღეგრძელობას ნიშნავს. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ფილიპინელი მეგობრების დახმარებით, ქართველ ბავშვებს ზოოპარკში ექნებათ გასართობი კუთხე, სადაც დროს ხალისიანად, ჯანსაღად და სასარგებლოდ გაატარებენ. დიდ მადლობას ვუხდით ფილიპინურ მხარეს ამ საჩუქრისთვის", _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.  

კონსულ კუნანანის განცხადებით, თბილისის ზოოპარკთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება _ „წლის ბოლომდე ფილიპინებიდან 2 ბადისებური პითონის ჩამოყვანას ვგეგმავთ, ასე რომ, ტერიტორიის კეთილმოწყობის გარდა, კოლექციის გამდიდრებაშიც შევიტანთ ჩვენს წვლილს".       
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics