13:44 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 22:02:21, 730 ნახვა

სპეციალური ანონსი
1 ივნისის სპეციალური ანონსი

1 ივნისს 08:45 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ბაკურიანში გააცილებენ შშმ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების პირველ ნაკადს.
საკონტაქტო პირი ხათუნა ავლოხაშვილი - 599 17 60 77

1 ივნისს, 11:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს გაიღებენ. 
მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13-ე კმ

1 ივნისს, 11:00 საათზე, ”თბილისის მიკროავტობუსი’’ გადაცემა ”ცეკვავენ ვარსკვლავებთან” ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზოოპარკში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებისთვის განკუთვნილი მე-200 სკოლა–პანსიონის აღსაზრდელებისთვის საქველმმოქმედო აქციას გამართავს.
საკონტაქტო პირი ლიკა ორჯონიკიძე - 558 58 5555

1 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

1 ივნისს, 11:00 საათზე, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების, იუსტიციისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას დაესწრება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
მის.: წერეთლის გამზ. #118, ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონი
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

1 ივნისს, 11:00 საათზე, ვაშლიჯვრის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. თბილისის მერი დავით ნარმანია ბაღის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.
მის: ვაშლიმჯვრის მეორე ზონა
საკონტაქტო პირი თამარ კვირტია - 577 17 30 04

1 ივნისს, 12:00 საათზე, ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღში საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
მის: ალ. ყაზბეგის 16-18
საკონტაქტო პირები: ავთანდილ ბოკუჩავა - 597897711, ნინო გულბათაშვილი 595 169163

1 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფები საპროტესტო აქციას გამართავენ.

1 ივნისს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

1 ივნისს, 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი № 616, "С" კორპუსი

1 ივნისს, 12:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, ცნობად სახეებთან ერთად, „ლაიფმედის“ კლინიკაში ფონდის მიერ დაფინანსებულ ბავშვებს ესტუმრება, სადაც მოხდება ახალ ინოვაციური დაფინანსების კამპანიის „გადმოწერე, გადარიცხე, გადაარჩინე“ პრეზენტაცია. 
მის: ლუბლიანას ქ. #2/6
საკონტაქტო პირი ნინო კოტარია - 595 100 180

1 ივნისს, 13:00 საათზე, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით ბავშვთა უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართება, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეუერთდება. მისამართი: ლუბლიანას ქ. N21, თბილისი; (გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა) საკონტაქტო ნომერი: 599 12 00 09

1 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიულოცავს და საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკის „მაბუჰაი“-ს გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრება.
თბილისის ზოოპარკი
საკონტაქტო პირი ნინი მთვარაძე - 598 14 11 51

1 ივნისს, 13:00 საათზე, პარტია "მემარცხენე ალიანსის" ლიდერები პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების გაიაფების მოთხოვნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში წერილს შეიტანენ. 
მის: სანაპიროს ქ. N2 
საკონტაქტო პირინინო ქეშელაშვილი - 598-700-642 

1 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი პროგრამა ”მოძღვარი” და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული საქველმოქმედო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

1 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

1 ივნისს, 14:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის იმიტირებული სხდომა ბავშვებისთვის.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

1 ივნისს, 14:00 საათზე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გაერო-ს ბავშვთა ფონდი პოლიტიკურ პარტიებს კონკრეტული კითხვებით მიმართავს და მოუწოდებს ბავშვთა საკითხები თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამებსა და კამპანიებში შეიტანონ.
მის.: ერისთავის ქ. #9 (მრგვალ ბაღთან) 

1 ივნისს, 14:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში გაიმართება სათბურის მოწყობის პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია, რომელიც იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში განხორციელდა. 

1 ივნისს 15:00 საათზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლები იაშვილის კლინიკას ესტუმრებიან და ლეიკემიით დაავადებულ 30 ბავშვს საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსულ თანხასა და სხვადასხვა საჩუქრებს გადასცემენ. 
საკონტაქტო პირი თამარ დარსაველიძე - 598 59 11 31 

1 ივნისს , 15:00 საათზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრებიან.
მის: ქერჩის ქ. #8
საკონტაქტო პირი თამარ მჭედლიშვილი - 577 72 02 29

1 ივნის 15:00 საათზე თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების ცენტრში გაიმართება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფიგურული სკოლის აღსაზრდელები.
საკონტაქტო პირი გულიკა - 574 01 44 55

1 ივნისს, 15:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება ცაგერის საარჩევნო ოლქში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. 
ცაგერის კულტურის სახლი

1 ივნისს,16:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქველმოქმედო ფონდი ”საქართველოს კარიტასის” ბავშვთა კომპლექსის ტერიტორიაზე ღონისძიება ჩატარდება. 
მის: თორნიკე ერისთავის ქ. #2, გლდანი-ნაძალადევის რაიონი 

1 ივნისს, 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

1 ივნისს, 19:00 საათზე, „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი’’ ბავშვთა საერთაშორისო დღეს საჯარო ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო აუქციონს გამართავს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics