09:23 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 22:47:54, 597 ნახვა

სამხედრო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჰაერო ძალების სარდლობა იქმნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჰაერო ძალების სარდლობა იქმნება, რომელიც ავიაციას და საჰაერო თავდაცვას აერთიანებს. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი უახლოეს პერიოდში დაინიშნება.

„თავდაცვის სამინისტროში რეფორმის და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციით, მათი თანხმობით, რამდენიმე თვის წინ ამ რეფორმის პირველი ეტაპი განვახორციელეთ, როდესაც ორი სარდლობა - აღმოსავლეთ სარდლობა და დასავლეთ სარდლობა შევქმენით. შემდეგი ეტაპი იყო უკვე ავიაციის და საჰაერო თავდაცვის რეფორმა. რამდენიმეთვიანი საუბრების, შეჯერების, გენერალურ შტაბთან და სამხედროებთან ერთად ყველა საკითხის დეტალურად გავლის შემდეგ მთავრობამ დაამტკიცა შესაბამისი ცვლილება სარდლობის შექმნის შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ კვირის ბოლომდე ავიაციის და საჰაერო ძალების ახალი სარდალი დაინიშნოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლომდე დასრულდება ამ სარდლობის ფორმირება. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან საჰაერო თავდაცვა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არის საშუალება, რომ ამ პრიორიტეტის ხორცშესხმა მოხდეს და რეალური, პრაქტიკული მექანიზმებით დაიტვირთოს. ქართულ-ფრანგული კონტრაქტი აქტიურ ფაზაშია შესული. ამასთანავე, ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტში საჰაერო თავდაცვა და ავიაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა დავასრულოთ ვარშავის სამიტამდე, სანამ ახალი საშუალებები ახალი ინსტრუმენტები და გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოსთან მიმართებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და მზადმყოფი, სრულფასოვანი სარდლობით შევხვდეთ ახალ გამოწვევებს, რომელსაც ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ და ველოდებით სამიტის შემდეგ“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics