08:25 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 10:05:08, 646 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოოპარკი დღეს ბავშვებისთვის მრავალფეროვან გასართობ ღონისძიებებს გამართავს

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის ზოოპარკი მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზოოპარკის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროგრამა 12:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება და შემდეგ აქტივობებს მოიცავს: ტურნირი თოკების პარკში Activity, მხიარული სტარტები, სამაგიდო და გუნდური თამაშები, შეჯიბრები, კონკურსები, თემატური და ხელნაკეთობების სადგურები, ხატვა, ძერწვა, საცირკო წარმოდგენა, ილუზიონისტის შოუ, ანიმაციური ფილმების ჩვენება, თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრის სპექტაკლი, სახალისო სტენდები ფოტოგადაღებისთვის. ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო" დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა „ცხოველები და ადამიანი". დღის განმავლობაში სტუმრებს გაახალისებენ გიგანტური ხილის მასკოტები (ვაშლი, ბანანი, ყურძენი, მარწყვი) და ბუშტების ფიგურების დამზადების ჯადოქრები.

13:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკი „მაბუჰაი". პარკის გახსნისა და ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისის მერი ბ-ნი დავით ნარმანია, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბ-ნი ზურაბ გურიელიძე, საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ბ-ნი ტელმო კუნანანი (Thelmo Cunanan Jr.) და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მმართველი დირექტორი ბ-ნი ნიკოლოზ გოგოლი. „მაბუჰაი" საბავშვო მინიპარკია ღია ცის ქვეშ, სადაც პატარებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან დამზადებული გასართობი ზონაა მოწყობილი სახლებით, კოშკურებით, სასრიალოებით, ქვიშის მოედნით, საძრომიალოებითა და მოტორიკის განმავითარებელი კონსტრუქციებით. მინიპარკით სარგებლობას ზოოპარკის დამთვალიერებლები უფასოდ შეძლებენ. საქართველო-ფილიპინების მეგობრობის პარკის დაარსების ინიციატორები იყვნენ საქართველოს საპატიო კონსული ფილიპინების რესპუბლიკაში ბ-ნი ტელმო კუნანანი და თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბ-ნი ზურაბ გურიელიძე. პროექტი ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის (BICT) დაფინანსებით განხორციელდა.    

„ზოოპარკის ყველაზე დიდი მეგობრები ბავშვები არიან, ამიტომ 1 ივნისისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. სპორტული და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებების გარდა, ჩვენს პატარა სტუმრებს სხვა სიურპრიზებსაც დავახვედრებთ: გაიხსნება ბუნებრივი მასალისგან დამზადებული საბავშვო მინიპარკი; განახლებაა ჩვენს კოლექციაშიც _ ბავშვებს რამდენიმე დღის წინ ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად მიღებული ახალი ცხოველების მონახულების შესაძლებლობა ექნებათ. ასე რომ, ყველას ვეპატიჟებით თბილისის ზოოპარკში. ერთად აღვნიშნოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.    




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics