01:39 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 10:56:40, 617 ნახვა

საზოგადოება
მერიის დაფინანსებით ბავშვების პირველი ნაკადი დასასვენებლად ბაკურიანში გაემგზავრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების პირველი ნაკადი მთის კურორტზე დასასვენებლად გააცილეს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბავშვების ბაკურიანში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ. 

მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურებისა“ და „ბავშვთა კულტურულ – გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების“ ქვეპროგრამების ფარგლებში, ბაკურიანში, სასტუმროებში – „თბილისსა“ და „ვერე პალასში“ 3 600 ბავშვი და მოზარდი დაისვენებს, მათ შორის 600 შშმ პირი და მათი მომვლელია.

ორივე ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეს, ბაკურიანში 200 დამსვენებელი გაემგზავრა.
დავით ნარმანიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში შშმ და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა კურორტზე მთელი ზაფხულის განმავლობაში დაისვენებენ.

3–დან 21 წლამდე ასაკის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული 1200–მდე შშმ პირი და მათი მომვლელი მთის გარდა, ზაფხულში ზღვის კურორტზე, ურეკში, ადაპტირებულ სასტუმრო „პრიმაში“ დაისვენებს.
სულ, 2016 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, მთაში და ზღვაზე 12–12 დღის განმავლობაში 4 800 კაცი დაისვენებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 200–ით მეტია.

კურორტებზე ყველა ავტობუსს სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მანქანების ეკიპაჟები, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გააცილებენ, რომლებიც დამსვენებელთა დაბინავებამდე ადგილზე დარჩებიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია
რუსთაველზე აქცია კიდევ ერთხელ დაშალეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics