15:59 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 16:05:40, 465 ნახვა

ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: დღეს ლარის გაცვლითი კურსი 2.0 ლარს არ უნდა აღემატებოდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს ეხმაურება. 

როგორც ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, ლარის კურსის დაცემა რეგიონში შექმნილმა ეკონომიკურ–პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია.

„სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ თითქმის ყველა ვალუტის, მათ შორის, ევროს მიმართ და რეგიონში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ვითარებამ.

მიმაჩნია და ეს მოსაზრება სრულად შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოზიციას, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია. შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდებოდა ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით, გაუფასურებას მოჰყვებოდა გამყარება და პირიქით. ლარის კურსის მერყეობა ჯდებოდა სტაბილური ვალუტებისათვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში და ეს იყო ჯანსაღი რეაქცია საგარეო ეკონომიკური გარემოებების ცვლილებაზე.

საქართველოს მთავრობამ სწორედ იმ მიზნით, რომ შეემსუბუქებინა საგარეო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა, გატარებული ფისკალური პოლიტიკით, 2014 წელს შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 3.9%-იდან 2.9%-მდე (300 მლნ. ლარი).

როგორც ვნახეთ, წინა წლის ბოლოს და 2015 წლის იანვარში მოხდა ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურება და საგარეო ფაქტორებისგან გამოწვეულ გარემოებებთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ნიშნულზე დაფიქსირება“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მისივე შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსი 2.0 ლარს არ უნდა აღემატებოდეს და  ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი,რომ ეროვნული ვალუტა დასტაბილურდეს. 

ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ადეკვატური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. 

„ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები“, - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics