22:58 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 16:39:22, 517 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში მენაშენეებისაგან შესყიდული ბინები დევნილებს გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, მენაშენეების კონკურსში გამარჯვებული კომპანიებისგან, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში ბინებს შეისყდის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და გუბერნატორის მოადგილემ კოტე ლომიძემ დღეს ქუთაისში მენაშენეებისაგან შესყიდული ობიექტები მოინახულეს.

უწყების ცნობით, გამარჯვებული მენაშენეებისაგან თბილისში შესყიდული იქნება 210-მდე, ქუთაისში 53, ბორჯომში  კი 33-მდე  ბინა იქნება.

კონკურსში გამარჯვებულ 4 მენაშენესთან 5 ობიექტის შესყიდვის თაობაზე  ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, ხოლო  2 მენაშენეს მიეცა ვადა, გარკვეული დაზუსტებების წარმოსადგენად, როგორიცაა სამხარაული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ობიექტის მდგრადობის შესახებ. 

სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს  ,,აღმაშენებელიქუთაისი“-სგან   ქუთაისში, ერისთავის ქ. N7-ში, შმიდტის I შესახვევსა  და დ.აღმაშენებელის N81-ში მდებარე ობიექტებში ჯამში 53 ბინა  შეისყიდა.

 როგორც სამინისტროში აცხადებენ, მენაშენეებისაგან ბინების შესყიდვა არ არის ერთჯერადი და ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო შეისყიდის არა მთლიანად კორპუსს, არამედ  ბინების გარკვეულ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს დევნილთა ინტეგრაციის პროცესს. შესყიდული საცხოვრებელი ფართების განაწილება, დევნილთა გრძელვადიანი კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება. 

მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პარალელურად, ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით,  35 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე  ოჯახი მიიღებს.  პირველ ეტაპზე,   შერვაშიძის ქ. N53-ში,   2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ჯამში 160 ბინა იქნება.

ამასთან, ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სოზარ სუბარი  ანკომისა და მუხნარის ჩასახლებაში ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ოჯახებს მარტის დასაწყისში ქუთაისში ოცხელის ქუჩა N2-ში მდებარე შენობაში ბინები გადაეცემათ. ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ბინას 109 დევნილი ოჯახი მიიღებს, ობიექტის რეაბილიტაცია USAID-ის დაფინანსებით განხორციელდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics