14:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 18:06:20, 315 ნახვა

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ოთხსაათიანი  შეხვედრა პრაღაში დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა,  საქართველომ შესაბამის დოკუმენტებზე მუშაობა დაასრულა.
„ჩვენ ჩვენი მხრიდან უკვე დავადასტურეთ, რომ ჩვენი სამუშაო დავასრულეთ.  შესაბამის დოკუმენტებზე, შესაბამის  კონტრაქტებზე  და ასევე მივიღეთ რუსი კოლეგისგან  პრინციპული დადასტურება იმის თაობაზეც,  რომ რუსეთი  ასრულებს ფაქტობრივად  ამ შესაბამის დოკუმენტებზე მუშაობას.  
აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი აბსოლუტურად  არაფერი არ ყოფილა. ადრე გვსმენია მათი აზრი, რომ  თუ საქართელოს მხარე დაინტერესებულია ამ რკინიგზის  მონაკვეთის ამოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ  აფხაზებს და მათთან უნდა მოვილაპარაკოთ“,-განაცხადა აბაშიძემ.
შეხვედრაზე  ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა ძირითადად სავაჭრო ეკონომიკური საკითხები განიხილეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა
ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics