23:01 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 18:30:40, 424 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი ჩოხატაურში, ახალი ტიპის საზოგადოებრივ ცენტრსა და ბიბლიოთეკას გახსნის

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ხვალ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ქართველი მწერლის − ნოდარ დუმბაძის, შვილი ქეთევან დუმბაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივ ცენტრსა და ბიბლიოთეკას გახსნიან.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას, აგრეთვე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრებიან.
სააგენტოს ცნობით, სოფელ ხიდისთავის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისი. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში დაინერგება სრულიად ახლებური და თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. სერვისების განვითარების სააგენტოსა და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს ექნება შესაძლებლობა, ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისი. ასევე, შესაძლებელია, ხელმისაწვდომი გახდეს მობილური ოპერატორისა და ბანკის მომსახურებაც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით.
როგორც ცნობილია, ნოდარ დუმბაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში მოეწყობა ნოდარ დუმბაძის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება მწერლის რომანები და ფოტოები, რომლებიც დაცულია ეროვნული არქივის ფოტოარქივში. ამავე ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ წიგნს – დოკუმენტურ პროზად დაწერილ „გურულ დღიურებს," წარუდგენს. პროექტი სახელწოდებით „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" დაფინანსებულია „IREX"-ის მიერ „Beyond Access"-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics