13:53 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 18:53:13, 346 ნახვა

საზოგადოება
მერია დავით ნარმანიას ავტომანქანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას ავტომანქანასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“  მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ავტომანქანა, რომლითაც დედაქალაქის მერი  დავით ნარმანია გადაადგილდება, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2011 წელს შეიძინა და ის საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის - სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა.

„იმის გამო, რომ დედაქალაქის მერი კანონით სარგებლობს დაცვის მომსახურებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნული ავტომანქანა თბილისის მერის დაცვის სამსახურისთვის გამოყო და მისი ექსპლუატაციის ხარჯებსაც თავად ფარავს. სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება თბილისის მერს არ ემსახურება“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ამასთან, 25 თებერვალს საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია მოძრაობს 100 ათას დოლარიანი მანქანით, რომელიც მისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა შეიძინა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„აგრო იმპექსმა“, „თიბისის“ მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა
მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა
შსს - იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics