04:20 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 18:54:17, 321 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ ქადაგიძის მიდგომა პრობლემის მიმართ სუბიექტური იყო

"ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ინტერესები ჩვენი ეროვნული  ბანკის პრეზიდენტს შემორჩა მას შემდეგ, რაც მან 2012 წელს აღმოაჩინა, რომ საქართველოს ბანკიდან "ქართუ ბანკმა" 3 მილიონის ოდენობით შავი ფული გაიტანა",-ასე უპასუხა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გიორგი ქადაგიძესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხებოდა.

ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა მხოლოდ გიორგი ქადაგიძის ბრალი არ იყო, მაგრამ ფიქრობს, რომ არსებული პრობლემის მიმართ  ქადაგიძის  მიდგომა სუბიექტური იყო.

ცისკარიშვილის თქმით, როცა გიორგი ქადაგიძე პოლიტიკური განცხადებებითაა დაკავებული, ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც არსებულ რეალობაზე პასუხისმგებლობა აქვს.

"დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალი ეს არ არის, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სუბიექტური და ობიექტური მიზეზები არსებული რეალობის.ის, რომ სუბიექტური იყო ბანკის პრეზიდენტის მიდგომა ამ პრობლემის მიმართ, მე ეჭვი არ მეპარება. მისი გამოსვლებიც, რეპლიკებიც მთავრობის მიმართ, რომელიც უფრო პოლიტიკური წუნის ნიშანს იძენდა, ვიდრე რაიმე კონსტრუქციულ წინადადებას, რასაკვირველია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.მითუმეტეს მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ 40 მილიონი დოლარი გაიმეტა ბანკმა სიტუაციის ვითომ აღსადგენად ქვეყანაში და 800 მილიონ დოლარზე ცოტა მეტიც არის დაბანდებული ცენტრალური ბანკის მიერ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კერძო კომპანიების ფასიან ქაღალდებში.ალბათ, ამასაც გარკვევა უნდა.ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ინტერესები ჩვენი ბანკის პრეზიდენტს შემორჩა მას შემდეგ, რაც მან 2012 წელს აღმოაჩინა, რომ საქართველოს ბანკიდან ქართუ ბანკმა 3 მილიონის ოდენობით შავი ფული გაიტანა.თუმცა რამოდენიმე კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა შავი ფული საქართველოს ბანკში, მას პასუხი არ ჰქონდა.როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფერს ვერ არჩევს შავისა და თეთრის და პოლიტიკური განცხადებებითაა დაკავებული, რატომაც არა, რომ ის  იყოს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა არსებულ რეალობაზე,მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით ციფრები რა პროცენტი გამოიღო მოლდოვას ცენტრალურმა ბანკმა სიტუაციის გამოსასწორებლად და რა პროცენტი-ბატონმა ქადაგიძემ",-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

აღნიშნული განცხადება სოსო ცისკარიშვილმა პრეზიდენტისა და ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკაზე იმსჯელეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics