18:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 19:46:46, 339 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: კრემლმა მორიგი უტიფარი ულტიმატუმი წაგვიყენა

"კრემლმა მორიგი უტიფარი ულტიმატუმი წაგვიყენა",-ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულება  და საქართველოს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ტვირთი შედის რუსეთიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კრემლი   მარშრუტით, მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს.
"მემგონი ჩაიშლებოდა ჩეხეთის შეხვედრა, რადგან იმდენჯერ ვახსენეთ აბაშიძე-კარასინი, რომ ალბათ სლოკინისაგან ვეღარ მოახერხებდნენ გაგრძელებას საუბრის. რასაკვირვეკლია  ეს თემა წამოჭრილი იყო. ვერ ჩამოვყვები ვინ რა თქვა და ვის რა წარმოდგენა აქვს, კითხვას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ  გაჟღერდა თემა შეხვედრის და ეს იყო დაკავშირებული თითქოს შვეიცარიაში არსებული კომპანიის მიერ უკვე იმ გადაწყვეტილების შესრულება, რისი პირობაც დადო რუსეთმა, უკვე 4 წლის წინ და ჯერაც არაფერი  ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული და არანაირი ინფორმაცია მათი  ვალდებულების შესაბამისად, იმის თაობაზე, თუ რა ტვირთი შედის რუსეთიდან  სამხრეთ ოსეთში  და აფხაზეთში, საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია.უფრო საკვირველია ის, რომ საქართველოს არც ყოფილი და არც დღევანდელი ხელისუფლება ამ კითხვას არ სვამდნენ საერთოდ. არ ახსენებდნენ რუსეთს ასეთ ვალდებულებას. უცებ, ეს თემა აღმოჩნდა მთავარი  ასეთი მოლაპარაკებების, მაგრამ ძირითადი ჩემი აზრით, ის რაც კულვუარებში არსებობს და არა მხოლოდ, ღია მედიაშიც იყო ამაზე საუბარი, რომ მორიგი უტიფარი ულტიმატუმი წაგვიყენა კრემლმა, რომ თუ გვინდა რომ მათ შეასრულონ ვალდებულება, თურმე სანაცვლოდ უნდა გაიხსნას სარკინიგზო მიმოსვა მარშრუტით, მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი. გავიდა დრო ამ ულტიმატუმების მოსმენის, თუ მაინცდამაინც რაიმე სიკეთე გვეგულება აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შემთხვევაში, მაშინ იქნებ შევთანხმდეთ და  გადავწყვიტოთ, რომ მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-ფოთი უფრო მეტი ინტერესის მქონე იქნება საქართველოსთვის. მითუმეტეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთ-ერთი დაინტერესებული სუბიექტი ასეთი ტრასის არსებობა-არ არსებობის, არის კეთილი მეზობელი აზერბაიჯანი. თუ ის არე იქნა ასევე ჩართული ამ პროექტის განხილვაში, მაშინ  ჩვენ არვიცი რას მივიღებთ, მაგრამ აზერბაიჯანს დავკარგავთ",-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics