11:32 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 09:54:55, 690 ნახვა

კომენტარი
პრემიერ-მინისტრი: ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და ლარის კურსი შოუების საკეთებელ თემად გადაიქცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას  ლარის კურსის თემას  შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სიტუაცია ძალიან მალე გამოსწორდეს. 

მისი განმარტებით, ხელოვნურად შექმნილი ისტერიული ფონი სიტუაციას ამძიმებს. მანვე მოუწოდა ბანკებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუმსუბუქონ მდგომარეობა მოსახლეობას, რომელთაც სესხები დოლარში აქვთ აღებული.

“მთელი მთავრობა არის მობილიზებული, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და გადაიქცა შოუების საკეთებელ თემად. ჩვენ გვჭირდება სიტუაციის სტაბილიზაცია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძალიან მალე გამოვასწოროთ სიტუაცია. მოვისმინე საქართველოს ბანკის ინიციატივის შესახებ, კარგი წინადადებაა და თუ სხვა ბანკებიც მიბაძავენ მას და ხალხს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას, მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგია სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა
„თიბისი კაპიტალი“ Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics