03:43 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 10:27:35, 641 ნახვა

Lifestyle
დასაქმების სააგენტომ სიახლეების პრეზენტაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართა

აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტომ პროფესიული გადამზადების მიზნობრივი პროგრამის პრეზენტაცია გუშინ  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გამართა. შეხვედრაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ახალი ვებ-გვერდის www.hrajara.gov.ge-ს დეტალური განხილვა. 

აჭარაში სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლის, დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების დადგენისა და კადრების მომზადება-გადამზადების სისტემის სრულყოფის მიზნით ,,შრომის ბაზრის კვლევა’’ ჩატარდა. აღნიშნულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდა 2015 წლის მიზნობრივი პროგრამები:

,,სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა პროფესიული გადამზადება’’ - ბიუჯეტი - 52 000 ლარი. ქვეპროგრამით ისარგებლებენ აჭარისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები; ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ან მათი მეურვეები. ბენეფიციარები სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადდებიან შემდეგ სპეციალობებში: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი. პროგრამით სულ 130 სამუშაოს მაძიებელი ისარგებლებს.

,,35 წლისა და ზევით ასაკის მოქალაქეების პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი - 40 000 ლარი. 35 წლისა და ზევით ასაკის აჭარაში მცხოვრები 100 ბენეფიციარი სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადდება შემდეგ სპეციალობებში: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, მასაჟისტი.

,,ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანთა პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი - 8 000 ლარი. ქვეპროგრამით ისარგებლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ძალოვანი სტრუქტურის 20 ვეტერანი. სამთვიანი სასწავლო პროგრამით გადამზადებიან შემდეგ სპეციალობებში: რკინა - ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი (მეარმატურე, მეყალიბე, მებეტონე), შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი.

შეხვედრის ბოლოს სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას, ახალი ვებ-გვერდის www.hrajara.gov.ge-ის შესახებ ესაუბრეს.

აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს www.hrajara.gov.ge-ზე შეუძლია: დარეგისტრირდეს სახლიდან გაუსვლელად, გაეცნოს არსებულ ვაკანსიებს, დამოუკიდებლად, გააკეთოს განაცხადი სასურველ პოზიციაზე. www.hrajara.gov.ge -ზე დამსაქმებელი უფასოდ განათავსებს ვაკანსიას და უმეკლეს დროში შეარჩევს სასურველ კანდიდატურას .

შეხვედრას ხევაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები და ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლები ესწრებოდნენ. 

დღეს კი, 15 საათზე დასაქმების სააგენტო პროგრამების პრეზენტაციას ქობულეთის გამგეობის შენობაში გამართავს. 

მარტის თვეში მსგავსი ღონისძიებები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics