10:48 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 11:43:31, 333 ნახვა

საზოგადოება
ელბაქიძის აღმართზე ორმხრივი მოძრაობა სავარაუდოდ 10 დღეში აღდგება

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის აღმართი) ორმხრივი მოძრაობა სავარაუდოდ 10 დღეში აღდგება. 

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, აღმართზე  მიწისქვეშა კომუნიკაცია სრულად გამოიცვალა და 10 წლის განმავლობაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარების საჭიროება აღარ იქნება. 

„სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. კედელი, რომელიც ჩამოიშალა სრულადაა აღდგენილი. ის  ძალიან მყარი ბეტონის მასით შეივსო. გარდა ამისა, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომ უახლოეს, მინიმუმ  10 წლის განმავლობაში, რაიმე სამუშაოების ჩატარება არ იქნას საჭირო. პრაქტიკულად სამუშაოების ბოლო ფაზა, ანუ გზის საფარის ქვედა ნაწილის მომზადება მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც დაიგება გზის საფარი და ძალიან მოწესრიგებული აღმართი გვექნება. თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ორმხრივი მოძრაობა სავარაუდოდ 10 დღეში აღდგება“, – აღნიშნა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, ჯავახიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics