09:36 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 12:38:14, 414 ნახვა

გიორგი ქადაგიძე: ლარი მყარდება

„სიტუაცია დასტაბილურებისკენ მიდის, ლარს აქვს გამყარების მიმართულება“ , – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით,  ეროვნული ბანკი მთავრობასთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება.
„რა თქმა უნდა ჩვენ მოსაზრებებს, როგორც აქამდე, მომავალშიც აუცილებლად გავანდობთ მთავრობას.  ეროვნული ბანკი ჩვენი კონსტიტუციური მანდატის პირობებში არის მთავრობის მრჩეველი და ჩვენ ჩვენი რჩევების მიმართულება და სიტუაციის ანალიზის კეთება არასდროს შეგვიწყვეტია. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ჩვენი არგუმენტები კიდევ უფრო მკვეთრად იქნება გაანალიზებული.  კიდევ უფრო საკვირველია ამ განცხადებების ეს კასკადი, როდესაც სიტუაცია დასტაბილურებისკენ მიდის და დღევანდელი და გუშინდელი ვაჭრობების შედგეად, ლარს აქვს გამყარების მიმართულება“, – აღნიშნა ქადაგიძემ.
ცნობისთვის,  ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.  ეროვნული ბანკის მონაცემები, დღეს, 1 დოლარი 2.24 ლარია. გუშინ კი, 1 დოლარის შეძენა 2.26 ლარად იყო შესაძლებელი.  რაც შეეხება ევროს, ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევრო 2.55 ლარია. გუშინ კი, მისი შეძენა 2.56 ლარად იყო შესაძლებელი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics