06:02 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 13:08:54, 695 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ახლადგამოჩეკილი, ან ძალიან საეჭვო რეპუტაციის ექსპერტები ცრუ განცხადებებს აკეთებენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ბოლო დღეების განმავლობაში მისი მისამართით ექსპერტების მხრიდან წარმოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც ქადაგიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეროვნულ ბანკს წლების განმავლობაში რაიმე ფორმით გადახრა არ ჰქონია, პირიქით, მისივე განმარტებით, ბანკის  ზომიერი და თანმიმდევრული პოლიტიკა  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია.
"ძალიან გთხოვთ, ნუ გავაუფასურებთ სიტყვა ექსპერტს იმიტომ, რომ  ახლადგამოჩეკილი, ან ძალიან საეჭვო რეპუტაციის ადამიანები, აკეთებენ აბსოლუტურად არააედეკვატურ, მცდარ და ცრუ განცხადებებს. ამიტომ, ჩემთვის კომენტარიც კი რთულია ისეთ განცხადებებზე, რომელიც ყველანაირ საფუძველსაა მოკლებული. ეროვნული ბანკის აუდიტს ყოველწლიურად აკეთებს საერთაშორისო აუდიტური ფირმა, იგი გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე და არანაირი გადახრა რაიმე ფორმით მთელი ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა. პირიქით, ჩვენი თანმიმდევრული, ზომიერი პოლიტიკა არის აღიარებული  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის მიერ, ამიტომ, ასეთი ტიპის ბრალდებებზე (ბრალდებებსაც ვერ დავარქმევ)  კომენტარს ვერ გავაკეთებ",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა მხოლოდ გიორგი ქადაგიძის ბრალი არ არის,  მაგრამ  არსებული პრობლემის მიმართ  ქადაგიძის  მიდგომა სუბიექტური იყო. მისივე  თქმით, როცა გიორგი ქადაგიძე პოლიტიკური განცხადებებითაა დაკავებული, ის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც არსებულ რეალობაზე პასუხისმგებლობა აქვს.
ამასთან, ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ  ინტერესები ეროვნული  ბანკის პრეზიდენტს შემორჩა მას შემდეგ, რაც მან 2012 წელს აღმოაჩინა, რომ "საქართველოს ბანკიდან" "ქართუ ბანკმა" 3 მილიონის ოდენობით შავი ფული გაიტანა, ხოლო კითხვაზე- როგორ მოხვდა შავი ფული "საქართველოს ბანკში", ცისკარიშვილის განმარტებით, ქადაგიძეს  პასუხი არ ჰქონდა.
"ის, რომ სუბიექტური იყო ბანკის პრეზიდენტის მიდგომა ამ პრობლემის მიმართ, მე ეჭვი არ მეპარება. მისი გამოსვლებიც, რეპლიკებიც მთავრობის მიმართ, რომელიც უფრო პოლიტიკური წუნის ნიშანს იძენდა, ვიდრე რაიმე კონსტრუქციულ წინადადებას, რასაკვირველია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.მითუმეტეს მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ 40 მილიონი დოლარი გაიმეტა ბანკმა სიტუაციის ვითომ აღსადგენად ქვეყანაში და 800 მილიონ დოლარზე ცოტა მეტიც არის დაბანდებული ცენტრალური ბანკის მიერ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კერძო კომპანიების ფასიან ქაღალდებში.ალბათ, ამასაც გარკვევა უნდა.ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ინტერესები ჩვენი ბანკის პრეზიდენტს შემორჩა მას შემდეგ, რაც მან 2012 წელს აღმოაჩინა, რომ საქართველოს ბანკიდან ქართუ ბანკმა 3 მილიონის ოდენობით შავი ფული გაიტანა.თუმცა რამოდენიმე კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა შავი ფული საქართველოს ბანკში, მას პასუხი არ ჰქონდა.როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფერს ვერ არჩევს შავისა და თეთრის და პოლიტიკური განცხადებებითაა დაკავებული, რატომაც არა, რომ ის  იყოს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა არსებულ რეალობაზე,მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით ციფრები, რა პროცენტი გამოიღო მოლდოვას ცენტრალურმა ბანკმა სიტუაციის გამოსასწორებლად და რა პროცენტი-ბატონმა ქადაგიძემ",-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics