13:42 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 18:10:23, 673 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემია სტუდენტთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-5 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი გამოფენის ფარგლებში, ეთა-ს ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს მომავალ მსმენელებთან პირისპირ გასაუბრების საშუალება მიეცათ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა  და რექტორის მოადგილემ, ერეკლე ჩიგოგიძემ აბიტურიენტებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს. მათ მომავალ სტუდენტებს სამოქალაქო და სამხედრო  განათლების მიღების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს. საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა იუნკერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

ამასთან, 6 მარტს 14:00 საათზე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. ახალგაზრდებს  საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ საბაკალავრო სასწავლო პროგრამებს და ადგილზე დაათვალიერონ აკადემიის ინფრასტრუქტურა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო
გარემოს ეროვნული სააგენტო - 30-31 მარტს და 1 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
მაკრონი - პუტინის მოწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე შესაძლებელი მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობით იქნება
სააგენტო - იური ნოზაძემ აშშ-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics